საბაგირო ტრანსპორტის ერთ-ერთ ძირითად და ძვირად ღირებულ, ამასთან ნაკლებ საიმედო ელემენტს წარმოადგენს ფოლადის ბაგირები, რომელთა მუშაუნარიანობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ობიექტის უსაფრთხო და ეფექტური ექსპლუატაცია. ბაგირგზებზე ბაგირებს რთულ პირობებში უხდებათ ექსპლუატაცია. მათზე უარყოფითად მოქმედებს ნიშანცვლადი დინამიკური ძაბვები, ატმოსფერული ნალექები, კოროზია და სხვა მრავალი ფაქტორი, რის შედეგადაც ადგილი აქვს როგორც შიგა ასევე გარე მავთულების წყვეტას, ბაგირის ლითონური დიამეტრის შემცირებას, ბაგირის გეომეტრიის შეცვლას და სხვა, რაც ამცირებს ბაგირის მუშაუნარიანობის რესურსს და მთლიანად ობიექტის უსაფრთხო ექსპლუატაციის რისკს.
   ბაგირის მდგომარეობის, კერძოდ სტრუქტურული მთლიანობის ობიექტური და დროული განსაზღვრა ძირითადად დაკავშირებულია სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებთან:
      - აგვარიდოს შესაძლო ავარია, თავისი უარყოფითი შედეგებით – სოციალური და ეკონომიკური ასპექტი;
      - მოგვცეს საშუალება სრულად გამოვიყენოთ ბაგირის რესურსი და გავახანგრძლივოთ მისი უსაფრთხო ექსპლუატაციის ვადები – ეკონომიკური ასპექტი.
      აღნიშნული პრობლემების გასაწყვეტად პრაქტიკაში გამოიყენება ფოლადის ბაგირების დეფექტოსკოპები, მათ გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ბაგირის ვიზუალურად უხილავი შიგა მავთულების დაზიანებათა რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების დადგენა.
    ბაგირგზების ცალკეულ უბნებზე, როგორიცაა გადამხრელი ბუნიკი, დამჭიმი სადგური, ქუროები და სხვა, სადაც შეუძლებელია ბაგირების ინსტრუმენტულ-დიაგნოსტიკური ექსპერტიზა, აუცილებელია ვიზუალური დათვალიერება-შემოწმება.  

   ჯგუფის ძირითადი ბირთვის მიერ 1970 წლიდან დღემდე ჩატარებულია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებული სამგზავრო და სატვირთო ბაგირგზების მზიდი და საწევი ბაგირების, აგრეთვე მათთან დაკავშირებული სხვადასხვა კვანძების ვიზუალური შემოწმება და ინსტრუმენტალურ-დიაგნოსტიკური ექსპერტიზა.
    ჯგუფის წევრებს გააჩნიათ დარგში ღრმა თეორიული ცოდნა და მდიდარი პრაქტიკული გამოცდილება. მიღებული აქვთ მრავალი პატენტი გამოგონებებზე.    ჯგუფის წევრების მიერ დამუშავებული და დანერგილია ორიგინალური კონსტრუქციის მილების (დიამეტრით 125 მმ-მდე) დეფექტოსკოპი, რომელიც 1983-92 წლებში წარმატებით მუშაობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მილსაგლინავ საამქროში. პრაქტიკულად ჯგუფს გააჩნია ზემოაღნიშნული ობიექტების ინსტრუმენტალურ-დიაგნოსტიკური ექსპერტიზის მონაცემთა ბაზა (ბაგიროგრამების არქივი), რისი ანალიზიც საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ბაგირების შემდგომი მუშაუნარიანობის რისკის ფაქტორი.  

 

ვალუტის კურსი


ამინდი დღეს